მაიას ცივილიზაცია – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ საყოველთაოდ ცნობილი მესოამერიკული ცივილიზაციის - მაიას ხალხი ერთადერთია მსოფლიოს დიდ ცივილიზაციებში, რომელიც არ იცნობდა გუთანს! და ეს მით უფრო საკვირველია, როდესაც ცხადი ხდება, რომ ისინი მიწათმოქმედების (თუმცა-კი ერთობ პრიმიტიული სახის) მიმდევარი ხალხი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მაიას ხალხის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე მათ მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი გააჩნდა. იგი მისდევდა ეგრეთ წოდებული მიწათმოქმედების საახოე სისტემას. ჯერ ჯუნგლებს გაჩეხდნენ, წაქცეული ხეები რომ გახმებოდა, ცეცხლს წაუკიდებდნენ წვიმების პერიოდის დაწყების წინ, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდგომ გრძელი, წაწვეტებული მარგილებით ორმოებს გათხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ. მოსავლის აღების შემდეგ გადადიოდნენ სხვა ნაკვეთზე. რადგანაც მიწის სასუქი სრულებით არ იხმარებოდა, მიწა დიდი ხნით უნდა დაესვენებინათ. მიწა იფიტებოდა. მიწას სულ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა დასასვენებლად. შედეგად მიწათმოქმედს სულ უფრო შორს უხდებოდა ჯუნგლებში შესვლა, მათი გაჩეხვა და დაწვა. იგი სულ უფრო შორდებოდა ქალაქს, რომელსაც მის გარეშე არსებობა არ შეეძლო. საბოლოო ჯამში, მიწათმოქმედსა და ქალაქს შორის უზარმაზარი გადამწვარი ველი გაჩნდა.
ცივილიზაციამ შეიძლება იარსებოს ტექნიკის გარეშე, მაგრამ მისი არსებობა უგუთნოდ შეუძლებელია! შიმშილი – აი ის ძალა, რომელმაც აიძულა მაიას ცივილიზაციის ხალხი შორეულ გზას გასდგომოდა. ისიც აიყარა და მიატოვა დიდებული ქალაქები.
გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ მაიას ხალხი არ მისდევდა მესაქონლეობას. ეს გახლდათ ერთადერთი ცივილიზაცია, რომელიც არ იცნობდა არც შინაურ და არც ტვირთმზიდავ საქონელს და, მაშასადამე, არც ბორბალს. და მიუხედავად ყოველივე ამისა, მათ მაინც უდიდესი კვალი დატოვეს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. – (ავტორი გენია.ჯი)