აცტეკები – „ეპიზოდი”
საღეჭი რეზინის მოხმარება კაცობრიობამ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში დაიწყო. ეს კულინარიული ნაწარმი სხვადასხვა ცივილიზაციის მქონე ხალხთა მსგავსად, ფართოდ იყო გავრცელებული მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხში – აცტეკებში. აცტეკი ხალხი მას – „ჩაპაპოტე”-დ მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ „ჩაპაპოტე”-ს მოხმარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული რამდენიმე ეთიკურ ნორმასთან. ასე მაგალითად: საჯაროდ საღეჭი რეზინის მოხმარების უფლება გააჩნდათ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა და ისიც დაუქორწინებელ გოგონებსა და ბავშვებს. მამაკაცები ასეთ პრივილეგიას მოკლებულები იყვნენ, რადგან საჯაროდ საღეჭი რეზინის ღეჭვა მათ „ჰომოსექსუალის” სტატუსს სძენდა უმალვე.
ქმარშვილიანი ქალები და ქვრივები უცხო თვალის დასანახად არასოდეს მოიხმარდნენ საღეჭ რეზინას. საქმე იმაშია, რომ საღეჭი რეზინა იმთავითვე აღიქმებოდა – ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური სტატუსისა და პარტნიორის მოძიების სიმბოლოდ აცტეკებში. შედეგად, თუკი ვინმეს ცოლი ან ქვრივი ქალი საჯაროდ გაბედავდა ამას, მას ეგრევე აკუთვნებდნენ – მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალის (მეძავის) სტატუსს. შესაბამისად, აცტეკებში დემონსტრაციულად ღეჭვა საღეჭი რეზინისა ქალების მხრიდან, მეძავობის აშკარა გამოხატულებად იყო მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)