შელი დიუვალი – „ეპიზოდი”
„რამდენადაც გენიალური კინორეჟისორია სტენლი კუბრიკი, იმდენად მომთხოვნი ტირანია იგიო”, – ხშირად შენიშნავენ მსახიობები. მათ კარგად უწყოდნენ, თუ როგორ აიძულებდა ამერიკელი მეტრი მსახიობებს განეცადათ იგივე ემოცია, რომელთაც მათი გმირები განიცდიდნენ რეალურ ცხოვრებაში, რათა კიდევ უფრო დიდი დამაჯერებლობა შესძენოდა კინოფილმს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხრივ, განსაკუთრებით არ გაუმართლა დიდ ამერიკელ მსახიობ ქალს – შელი დიუვალს, ვინაც კუბრიკის საკულტო ფილმად ქცეულ მხატვრულ ფილმში – „ნათება” (გადაღებული 1980 წელს), ერთ-ერთი მთავარი გმირის – ვენდის როლი განასახიერა.
ფილმის გადაღების მთელ პროცესში დიუვალს საშინლად, უპატივცემულოდ ექცეოდა გადამღები ჯგუფი. გარდა დამცირებისა, შელი რეჟისორის მხრიდან გამუდმებული საყვედურების ქვეშაც იმყოფებოდა. კუბრიკი მსახიობ ქალს აიძულებდა, საათების განმავლობაში ეტირა და ყოველივე მხოლოდ იმის გამო, რომ მსახიობს მაქსიმალურად ემოციურად გადმოეცა საკუთარი გმირის განცდები.
ასეთი ემოციური სტრესის გადატანის შედეგად, ახალგაზრდა მსახიობმა ქალმა მასიურად დაიწყო ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. მოგვიანებით, მას ფსიქოლოგიური სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, რის გამოც ხშირად სტუმრობდა ამა თუ იმ საავადმყოფოს.
თავის მხრივ, გასათვალისწინებელია კინოხელოვანების შეხედულებაც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სხვა შემთხვევაში ალბათ კინო დაკარგავდა თავის მაგიურ ძალასა და ხიბლსო. – (ავტორი გენია.ჯი)
სტენლი კუბრიკი
„ნათება”