სერგეი ესენინი – „ეპიზოდი”

ვლადიმერ მაიაკოვსკის მიერ – „დეკორატიულ მამაკაცად” წოდებული ცნობილი რუსი პოეტი - სერგეი ესენინი (1895-1925 წლები), ხშირად ამაყობდა იმით, რომ მას 3000-ზე მეტი თაყვანისმცემელი ქალი გააჩნდა. თუმცა იგი ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ მას ნამდვილად მხოლოდ ორი მათგანი – ზინაიდა რაიხი და აისედორა დანკანი უყვარდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ სკანდალური გამოსვლებით ცნობილმა ლიტერატორმა, ვისთვისაც ექსტრავაგანტულობა და დებოშები ცხოვრების ჩვეულ ნორმად იყო ქცეული, პირველად 19 წლის ასაკში იქორწინა – ანა იზრიადნოვაზე. თუმცა მათი ქორწინება არ გამოდგა სვებედნიერი. ესენინის ძალადობრივმა ქმედებებმა ცოლ-ქმრის წყვილი ერთმანეთს დააშორა. მათი განქორწინების შემდეგ ხალხში უმალვე გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ სერგეი ხშირად სცემდა საკუთარ მეუღლეს, რის გამოც ქალი იძულებული გახდა თავი მშობლიური სახლისთვის შეეფარებინა. ის რომ, მილიციის განსაკუთრებით მოშიშარი რუსი პოეტისათვის ცოლზე ფიზიკური ანგარიშწორება ჩვეული მოვლენა იყო, ადასტურებდა მისი შემდგომი მეუღლეც, გენიალური რუსი მწერლის – ლევ ტოლსტოის შვილიშვილი – სოფია ტოლსტაია.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ესენინის უდროოდ გარდაცვალების შემდგომ, მისმა რამდენიმე საყვარელმა ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მათ შორის იყო პოეტის „მარჯვენა ხელი”, პირადი მდივანი – გალინა ბენისლავსკაია, ვინაც სერგეის საფლავზე მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მოისწრაფა სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>