ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
თანამედროვე თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი და „ფარდობითობის თეორიის” გენიალური შემოქმედი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები), თავის მამულში მიმსვლელ სხვადასხვა რანგის სტუმრებს უმეტესწილად, საშინაო ფორმაში – ხალათსა და სახლის ჩუსტებში ჩაცმული ეგებებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ მას ოჯახის წევრებმა ამის გამო შენიშვნაც კი მისცეს. შენიშვნის საპასუხოდ, აინშტაინს შემდეგი რამ განუცხადებია – „ჩემს სახლში მომსვლელი სტუმრები თუ ჩემით ინტერესდებიან, მაშინ მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა მეცმება მე. ხოლო, თუკი ისინი ჩემი გარდერობის დასათვალიერებლად არიან მოსულნი, მაშინ კეთილი ინებონ და ჩემს კარადასთან გააბან ურთიერთობაო”. – (ავტორი გენია.ჯი)