ჯორჯ კლუნი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი – ჯორჯ ტიმოთი კლუნი, სიყმაწვილის ჟამს ვერც კი წარმოიდგენდა ეგზომ დიდ პოპულარობას თუ მოიხვეჭდა ოდესმე. (ავტორი გენია.ჯი) იგი ვერც იმას წარმოიდგენდა, ერთ მშვენიერ დღეს მისი ფოტოებით რომ აჭრელდებოდა პრესტიჟული ჟურნალების გარეკანები. ამის უმთავრეს მიზეზს უპირველეს ყოვლისა ის წარმოადგენდა, რომ ჯორჯი სკოლაში სწავლის პერიოდში მეტად საშინელი დაავადებით იყო დასნეულებული. კერძოდ: სახის ნერვის დამბლით. შედეგად, მას სახის ერთი ნაწილი სრულიად ჰქონდა პარალიზებული, რაც თავის მხრივ, მოზარდს ხელს უშლიდა ჭამასა და თავდაჯერებულობაში. თუმცა კლუნს თავისი დაავადება არ უქმნიდა იმდენ დისკომფორტს, რამდენსაც თანაკლასელთა დაცინვები, რომლებიც მას – „ფრანკენშტეინს” ეძახდნენ.
დროთა განმავლობაში, სათანადო მკურნალობამ შედეგი გამოიღო. და მერე როგორი შედეგი: ჯორჯ ტიმოთი კლუნი – „პლანეტის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად” იქნა აღიარებული. – (ავტორი გენია.ჯი)