მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ გახმაურებული რომანის – „ოსტატი და მარგარიტა”-ს გენიალური რუსი ავტორი – მიხეილ ბულგაკოვი (1891-1940 წლები), თავის ერთგულ და მოყვარულ (რიგით პირველ) მეუღლეს – ტატიანა ლაპას არასოდეს მიუტოვებია განსაცდელის ჟამს, სანამ მასთან თანაცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მას ქმარი ფრონტზეც კი არ მიუტოვებია, სადაც მიხეილი სამხედრო ექიმის მოვალეობას აღასრულებდა. იგი მის გვერდით იყო მაშინაც, როდესაც ბულგაკოვი ნარკოტიკულ საშუალებაზე – მორფზე გახლდათ დამოკიდებული. ის კი არადა, ტატიანას ხშირად უხდებოდა პირად საკუთრებაში არსებული ძვირფასეულობისა და საოჯახო ფასეულობების გაყიდვა, რათა ამ გზით თავისი მეუღლისათვის აბსტინენტური სინდრომი (იგივე – „ლომკა”) მოეხსნა. იმ შემთხვევაში, როდესაც მიხეილი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, საშინლად აგრესიული ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი აგრესიის გამოვლინების დროს, მან ტატიანას მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიც კი გაისროლა. საბედნიეროდ, ბულგაკოვის მეუღლე იმ დღეს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ბულგაკოვების წყვილმა შვილის გაჩენისაგანაც შეიკავა თავი. მათი ვარაუდით, მორფზე დამოკიდებულ მიხეილს შესაძლოა ავადმყოფი ბავშვი შეძენოდა.
საბოლოო ჯამში, ტატიანა მიხეილს მაინც დაშორდა. ოფიციალური განქორწინების აქტი მათ შორის 1925 წლის მარტის თვეში იქნა გაფორმებული. მას შემდეგ მიხეილმა ორჯერ კიდევ მოასწრო დაქორწინება. ამჯერად მისი რჩეული ქალბატონები აღმოჩნდნენ – ლიუბოვ ბელოზერსკაია და ელენა შილოვსკაია. – (ავტორი გენია.ჯი)
ტატიანა ლიპა