იცით თუ არა, რომ?!
1. ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის გამო გერმანიას სულ რაღაც ორიოდე ქვეყანამ გამოუცხადა ოფიციალური სამძიმარი. ეს ქვეყნები გახლდათ – იაპონია და ირლანდია. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მთვარეზე პირველი დაშვების ჟამს (1969 წლის 20 ივლისი), მის ზედაპირზე ამერიკელმა ასტრონავტმა – ნილ არმსტრონგმა 60 მეტრი მანძილი გაიარა.
* * *
3. ჩრდილოეთ კორეული პროპაგანდა საკუთარ მოსახლეობას დღემდე არწმუნებს, რომ ქვეყნის პირველმა ლიდერმა – კიმ ირ სენმა სიარული დაბადებიდან სამი კვირის თავზე დაიწყოო.
* * *
4. მარტორქების კოლექტიურ ჯგუფს – „კრახი” ეწოდება.
* * *
5. ცელოფანი გამოგონებული იქნა 1908 წელს შვეიცარიელი ტექსტილის მწარმოებელი ინჟინრის – ჟაკ ედვინ ბრანდერბერგერის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რუსული ესტრადის „პრიმადონად” წოდებულმა მომღერალმა – ალა პუგაჩოვამ თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება 13 წლის ასაკიდან დაიწყო და ამ მავნე ჩვევებს დღემდე ვერ გადაეჩვია.
* * *
7. საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული სალოცავებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძველ ეკლესიას 558 წელს აგებული – „სენ-ჟერმენ დე პრე” წარმოადგენს.
* * *
8. ერთობ სიმპათიური გარეგნობის მქონე სახელოვანი რუსი მწერლის – ანტონ ჩეხოვის სიმაღლე – 182 სანტიმეტრი გახლდათ.
* * *
9. რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს – ნიკოლოზ II რომანოვს კბილები ცუდი ჰქონდა, ნაწილობრივ ხელოვნურით შეცვლილი, მაგრამ საგულდაგულოდ მოვლილი. ამიტომ სიცილის დროს იგი ზოგჯერ პირზე ხელს იფარებდა.
* * *
10. XX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში პოლიციელებს ხალხი „კრუხებად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)