დანტე ალიგიერის შესახებ…
„ღვთაებრივი კომედიის” გენიალური იტალიელი ავტორი – დანტე ალიგიერი (1265-1321 წლები), გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა, პოლიტიკითაც აქტიურად იყო დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, სწორედ რომ პოლიტიკა იქცა იმ უმთავრეს მიზეზად, რის გამოც იგი მშობლიური ფლორენციიდან იქნა ერთხელ და სამუდამოდ გაძევებული. დანტე თავისი „პატარა ქვეყნის” – ფლორენციის დიდ პატრიოტს წარმოადგენდა. მშობლიური ქალაქის სიყვარულმა იგი რომის პაპის მხარდამჭერ „გველფები”-ს პარტიაში გააწევრიანა. თავის მხრივ, „გველფების” პარტიას იმ პერიოდში კონკურენციას უწევდა იმპერატორის მხარდამჭერი „გიბელინები”-ს პარტია. არჩევნებში გამარჯვების შედგომ, რომელშიაც ალიგიერიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას, დიდი იტალიელი პოეტი – „პრიორად” დაინიშნა (ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე პირის წოდება). რამდენიმე ხანში „გველფები”-ს პარტიაში განხეთქილებამ იფეთქა, რის გამოც იგი ორ ნაწილად – „თეთრებად” და „შავებად” გაიყო. თითოეულ ამ მიმდინარეობას საკუთარი ხედვეგი გააჩნდა ფლორენციის პოლიტიკური მომავლისა და მისი განვითარების საკითხებში. დანტემ იმთავითვე „თეთრების” მხარე დაიჭირა. „თეთრებსა” და „შავებს” შორის გაჩაღებული დაუნდობელი ბრძოლა საბოლოო ჯამში „შავები”-ს გამარჯვებითა და ოპონენტების მასობრივი დევნით დასრულდა. დევნილთა შორის აღმოჩნდა ალიგიერიც, რომელსაც მშობლიურ ქალაქში დაბრუნება სიკვდილით დასჯის მუქარით აღუკვეთეს.
მისდა საუბედურიდ, ალიგიერს ფლორენციაში დაბრუნება სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აღარ ღირსებია. შედეგად, მას დევნილობაში მოუხდა დაეწერა თავისი შემოქმედების გვიგვინად აღიარებული ლიტერატურული ქმნილება – „ღვთაებრივი კომედია” და რიგი პოლიტიკური ტრაქტატებისა. ფლორენციიდან მოკვეთილ ლიტერატორს რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს, თუმცა ერთი პირობით: ალიგიერს საჯაროდ უნდა უაერყო თავისი ადრინდელი პოლიტიკური მსოფლმხედველობა. ამაყმა პოეტმა აღნიშნული წინადადება არ მიიღო, რის გამოც იგი კვლავაც დევნილად დარჩა. საბოლოო ჯამში, რავენაში დამკვიდრებული პოეტი ინფექციური დაავადების მსხვერპლად ისე იქცა, რომ მშობლიური ვენეციის კვლავ ხილვა აღარ ღირსებია. – (ავტორი გენია.ჯი)