ანრი გოზალიშვილი – „არარაობები”
ბრბოში აწ გადასულ მასას ვეჭიდები,
სული მოუწამლავთ თურმე პოეტების,
და მათ ფსევდო-მართალ გრძნობებს ვემიჯნები,
წლების შემდეგ მჯერავს, ალბათ მოევლების.
* * *
მინდა დავიჯერო, ისე გავთავხევდით,
ზეცად ავიტანეთ ჩვენი გაღიმება,
წლების დავიწყებულ, მასას გავახსენდით,
წუთში სამჯერ გვესმის მამლის დაყივლება.
* * *
გაწყდეს ჯაჭვის ხიდი, ახლად შემოვსაზღვრავთ,
მუდამ ხომ იცვლება, ჩვენი თაობები,
გრძნობის ნოსტალგიას, რწმენა შემოაკრავს,
ხელს თუ აღარ კრავენ, არარაობები.