ეპიზოდი ისტორიიდან…
ანტიკური ხანის საბერძნეთში, სადაც კანონით იყო აკრძალული მრავალცოლიანობა, დაუქორწინებლობა მამაკაცს ერთობ ძვირი უჯდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: მამაკაცი, რომელიც 35 წლის ასაკამდე არ შეირთავდა ცოლს, ვალდებული იყო ჯარიმა გადაეხადა. მას ჯარიმის გადახდა მანამ უხდებოდა ყოველწლიურად, სანამ ბოლოს და ბოლოს ცოლის შერთვას საშველს არ დააყენებდა.
ოჯახის შექმნისაგან თავის არიდება სპარტაშიც დასჯადი იყო. თუმცა იქ უცოლო მამაკაცებს ხელისუფლება სხვა მეთოდით სჯიდა. კერძოდ: სრულწლოვან ასაკში შესული უცოლო მამაკაცი არა მხოლოდ ვალდებული, არამედ იძულებულიც იყო, ზამთრის ერთ სუსხიან დღეს გამოსულიყო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ემღერა რაიმე სკანდალური შინაარსის მქონე სიმღერა. სიმღერის დასრულების შემდეგ, მას ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოებისათვის უნდა განემარტა რეალური მიზეზი იმისა, რის გამოც იკავებდა იგი თავს ქორწინებისგან. – (ავტორი გენია.ჯი)