ნიკოლოზ II რომანოვი – „ეპიზოდი”

რუსეთის ტრაგიკულად აღსრულებული უკანასკნელი იმპერატორი - ნიკოლოზ II რომანოვი (1868-1918 წლები), საშუალო სიმაღლისა და მკვრივი აღნაგობის მქონე პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) იგი არასოდეს უყურებდა მასთან მოსაუბრეს თვალებში. ასეთ შემთხვევაში მისი მზერა ან მოსაუბრის ზურგს უკან გაურბოდა, ანდა ნელ-ნელა მოავლებდა თვალს მთელ მის სხეულს ისე, რომ განსაკუთრებით არაფერზე შეაჩერებდა მზერას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და თავისებურ სტილისტადაც კი მიიჩნევდნენ, ზოგჯერ ელემენტარულ გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა.

ნიკოლოზი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და დანიურ ენებს. ცოტათი – გერმანულ ენასაც. თავისი კაბინეტის გვერდით მოწყობილი ჰქონდა პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც სისტემატურად ივსებოდა ახალი რუსული და უცხოური წიგნებით. მისი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმელი, რომლითაც კაბინეტში ანდა ოჯახის წვერებს შორის იჯდა, იყო პოლკოვნიკის სამხრეებიანი, ჯარისკაცულად შეკერილი, ხაკისფერი მაუდის გიმნასტურა, რომელზედაც ტყავის ფართო ქამარს არტყამდა, შაგრენის ტყავის ჩექმების გარმონივით ჩაკეცილ დაბალ ყელში იმავე ფერის განიერი შარვალი ჰქონდა ჩატანებული.

იმპერატორი, ვისაც გამელოტების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე წვერს თავისი ხელით იპარსავდა. ნერვიულობის დროს მას ჩვეულებად ჰქონდა წვერის წიწკვნა; თავისუფალ დროს მისი უსაყვარლესი დასვენება იყო ავტომობილით, ორჩხომელითა და მოტორიანი ნავით სეირნობა; არასოდეს ატარებდა თან ფულს; არ უყვარდა სრული მარტოობა და არ იზიდავდა უწმაწურობა; არასოდეს არ იყოფდა ხელებს შარვლის ჯიბეებში; არ ეტანებოდა სპირტიან სასმელებს; იყო მერყევი, უნებისყოფო, ცრუმორწმუნე და ამასთანავე, ერთობ მშვიდი ადამიანი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>