„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„შეუძლებელია, ბოროტი ადამიანი – ბედნიერი იყოს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არაფერი არ არის სწორი, რაც არ დამტკიცდება”.

* * *

„ადამიანი ადამიანად აღზრდის წყალობით იქცევა”.

* * *

„თუკი ადამიანს შენს ზღვაში შეუშვებ, იგი უცილობლად შენს თევზს მოკლავს”.

* * *

„მე არ შემიძლია მქონდეს ყველაფერი, რაც მიყვარს. სამაგიეროდ, ყველაფერი მიყვარს, რაცა მაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არსებობა, ფიქრი, რწმენა – ყოველივე ეს არაფერია, თუკი შენს ცხოვრებას, შენს ფიქრს, შენს რწმენას  მ ო ქ მ ე დ ე ბ ა დ  ვერ გადაქცევ”.

* * *

„არაფერი შეცვლილა იმის შემდეგ, რაც ფრანგმა კარდინალმა დე რეცმა გაბედა და დაწერა – „მთავარია: ხალხი დაარწმუნო, რომ ისინი თავს იცავენ, თუნდაც თვითონვე ესხმოდნენ თავსო!”

* * *

„ყოველ გარდუვალ საჭიროებას აქვს თავისი უპირატესობა”.

* * *

„არავინ აფასებს იმას, რაც ძალიან ბევრია”.

* * *

„სამყაროს ბავშვის თვალებით შეხედეთ და დარწმუნდებით, რაოდენ ლამაზია იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>