ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”
„ფრაზების მწარმოებელი მანქანა” – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს გენიალური ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები), ვისმა კალამმაც 80-ზე მეტი დიდებული რომანი აჩუქა კაცობრიობას. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი, რომელსაც საშინელი შიში გააჩნდა სტომატოლოგებისა, აფაზიის შემოტევებით ხშირად იტანჯებოდა (მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მეტყველებას). ასეთი შემოტევის დროს ბალზაკს ავიწყდებოდა არა მხოლოდ რიგი სიტყვებისა, არამედ მისთვის ეგზომ ნაცნობი საგნების სახელწოდებებიც კი. გარდა ამისა, ონორე ხშირად გაურბოდა დღის სინათლეს, რის გამოც ყოველთვის ღამით ამჯობინებდა მუშაობას სანთლის შუქზე.
ცნობილია ისიც, რომ ფრანგი მწერალი უპირატესობას ყოველთვის უფროსი ასაკის მქონე ქალებს ანიჭებდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ მისი პირველი „საყვარელი ქალი” – ჰერცოგინია დ’აბრანტესი მასზე მთელი 25 წლით იყო უფროსი. ჰერცოგინიასთან რომანის გაბმის დროს ბალზაკი სულ რაღაც ოციოდე წლის გახლდათ, და ეს მაშინ, როდესაც დ’აბრანტესს 45 წელი უკვე შესრულებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)