იცით თუ არა, რომ?!
1. საკვირველია, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ ინგლისის პირველი მეფე – ედუარდ IV იორკი, საჭიროების შემთხვევაში ფულს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან სესხულობდა. პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებული იქნა 1461 წელს. ცნობისათვის, ინგლისელი მონარქი ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ ეგზომ პოპულარული უმაღლესი სასწავლებლის ვალი ბოლომდე არ დაუფარავს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ნაცისტური გერმანიის შეირაღებული ძალების – „ვერმახტის” ოფიციალურ დევიზს წარმოადგენდა – „ჩვენთან არს ღმერთი!” – ხოლო „სს”-ის დევიზს კი – „ჩვენს ღირსებას ერთგულება ჰქვია”.
* * *
3. მსოფლიოს პირველი ამერიკელი მილიარდერი – ჯონ როკფელერი – სიკვდილით დასჯის გაუქმების გულმხურვალე აპოლოგეტს წარმოადგენდა.
* * *
4. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი კუნძულის – ტენერიფეს დროშა – ზუსტი ანალოგი გახლავთ შოტლანდიის ეროვნული დროშისა.
* * *
5. გენიალური რუსი ლიტერატორი – ლევ ტოლსტოი – ფულს ყოველგვარი ბოროტების სათავედ მიიჩნევდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდი ინგლისელი მწერალი, ავტორი ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა, როგორებიც გახლავთ „ბეჭდების მბრძანებელი” და „ჰობიტი” – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, 1961 წელს ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი ლიტერატურის დარგში. თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ნობელის კომიტეტმა იგი იმ მოტივით არ დააჯილდოვა ეგზომ პოპულარული ჯილდოთი, რომ მას „თხრობის სტილი” დაუწუნა.
* * *
7. თუკი ძვლებსა და კბილებს როგორც ერთ მთლიან სისტემად განვიხილავთ, მაშინ გამოვა, რომ ადამიანის სხეული – 78 ორგანოსაგან შედგება.
* * *
8. ყვავი და ბუ ერთმანეთის დაუძინებელი მტრობით არიან გამორჩეულნი. ცნობისათვის, ბუ ხშირად ნადირობს ყვავებზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ყვავი ბუს თავდასხმას გადაურჩა, იგი სპეციალურად კრებს ყვავების გუნდს, რომლებიც შემდგომ თავად ესხმიან თავს მას და სასიკვდილოთაც იმეტებენ.
* * *
9. „ეს არის ომი, რომელიც ბოლოს დაუსვამს სხვა ომებსო”. – ასე წინასწარმეტყველებდა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გენიალური ბრიტანელი მწერალი – ჰერბერტ უელსი. საუბედუროდ, მის წინასწარმეტყველებას ახდენა არ ეწერა.
* * *
10. სპეციალისტთა დასკვნის თანახმად, ყველაზე ხშირად ალკოჰოლიზმით მაღალინტელექტუალური ადამიანები ავადდებიან. – (ავტორი გენია.ჯი)