ჯონ როკფელერი – „ეპიზოდი”
1855 წლის 26 სექტემბერს კლივლენდში არსებულმა სავაჭრო კომპანიამ – „Hewit and Tutle”-მ ბუღალტრის დამხმარის რანგში თავის რიგებში სამუშაოდ აიყვანა იმ პერიოდისათვის ყველასათვის უცნობი მოზარდი ყმაწვილი – ჯონ დევისონ როკფელერი (1839-1937 წლები). სწორედ აღნიშნულ კომანიაში დასაქმების შემდგომ უწია მან ისეთ სიმაღლეებს, რომელმაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი და მსოფლიო ისტორიაში პირველ ოფიციალურ მილიარდერად აქცია. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ამერიკელი მაგნატისათვის „26 სექტემბერი” იმთავითვე იქცა მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად. თარიღად, როდესაც როკფელერმა პირველად შედგა ფეხი ბიზნესში. „მთელი ჩემი მომავალი, როგორც აღმოჩნდა, ამ დღეზე ყოფილა დამოკიდებული და, დღემდე მაკანკალებს, როდესაც ჩემს თავს ვეკითხები: „რა მოხდებოდა მაშინ, იმ დღეს რომ სამსახური არ მიმეღო?” – იგონებდა მოგვიანებით ამერიკელი ბიზნესმენი. როკფელერის თანამედროვეთა ცნობით, „26 სექტემბერი” მისთვის საკუთარ დაბადღების დღეზე ბევრად მნიშვნელოვან თარიღსაც კი წარმოადგენდა. იმდენად მნიშვნელოვან თარიღს, რომ ყოველწლიურად დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა ამ დღის შეხვედრას დიდი ამერიკელი მეწარმე და ფილანთროპი. – (ავტორი გენია.ჯი)