ვლადიმერ ნაბოკოვი – „ეპიზოდი”
სკანდალურად ცნობილი რომანის – „ლოლიტა”-ს რუსი ავტორის - ვლადიმერ ნაბოკოვის (1899-1977 წლები) ჰობს მარტო ლიტერატურა არ წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მის ერთ-ერთ უსაყვარლეს საქმიანობად – „ენტომოლოგიაც” იყო მიჩნეული (ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც მწერებს შეისწავლის). იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე გახლდათ დაკავებული „ენტომოლოგიით”. რუს ლიტერატორს განსაკუთრებით მაინც ქერცლფრთიანების შესწავლა იზიდავდა. შედეგად მან უამრავი სახეობის მწერიც აღმოაჩინა. ის კი არადა, 1940-1958 წლებს შორის პერიოდში ნაბოკოვს ჰარვარდში არსებულ ზოოლოგიის მუზეუმშიც კი მოუხდა მუშაობა. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ აღნიშნულ სამსახურში დასაქმებული ლიტერატორისათვის ეს შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა მაშინ. ვლადიმერის წვლილი იმდენად დიდი გახლდათ ენტომოლოგიაში, რომ 30-ზე მეტი სახეობის პეპელას მის საპატივცემულოდ ეწოდა სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)