იცით თუ არა, რომ?!
1. ახლო აღმოსავლეთში ოდესღაც არსებული ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი – ბაბილონი, ყველაზე დაწვრილებით ორ პერსონას აქვს აღწერილი. ერთი მათგანი გახლდათ დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ჰალიკარნასელი, ხოლო მეორე მათგანს კი წარმოადგენდა სპარსეთის მეფის – არტაქსექსე II-ის კარის ექიმი – ქტესიასი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს პოეტად მიჩნეულ ქალს – მარინა ცვეტაევას საშინლად სძულდა ბოლშევიკები. „საბჭოთა რუსეთი? ასეთი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე არ არსებობსო”, – ხშირად შენიშნავდა ემიგრაციაში მყოფი ცვეტავევა.
* * *
3. სულ დედამიწაზე 35 სახეობის მტრედია გავრცელებული. მათ შორის ყველაზე ფართოდ – გარეული მტრედი.
* * *
4. ერთადერთი კონტინენტი დედამიწაზე, სადაც არც ერთი მოქმედი ვულკანი არ არსებობს – ავსტრალიაა. თუმცა-კი, მის სანაპოროებთან ახლოს მდებარე კუნძულებზე მოქმედი ვულკანები იშვიათობას არ წარმოედგენენ.
* * *
5. მაიას ცივილიზაციის ხალხის დიდებულები თავიანთ თავს – „ალმეჰენოობს” ანუ „დედ-მამიანებს” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. თავისი სისასტიკით სახელდებული ამერიკელი განგსტერი – ალ კაპონე, 14 წლის ასაკში სკოლიდან იმ მიზეზით გარიცხეს, რომ ხელჩართულ ჩხუბში ჩაება თავის ერთ-ერთ მასწავლებელთან.
* * *
7. უამრავი კომპლექსით დახუნძლულ დიდ რუს მწერალს – ნიკოლოზ გოგოლს, ვისაც ძალიან ერცხვინებოდა თავისი მოგრძო ცხვირი, საშინელი შიში გააჩნდა მიკრობებისა. შედეგად იგი, დღეში საშუალოდ 20-ჯერ იბანდა ხელებს.
* * *
8. ლეგენდარული ტროას აღმომჩენი დიდი გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი – ჰაინრიხ შლიმანი, საკუთარ თავს – „გულცივ ადამიანად” მოიხსენიებდა.
* * *
9. „მე გამიჭირდება დავასახელო რომელიმე, ამაზე უფრო საინტერესო მოვლენა”. – ასეთი მიამიტი განცხადება გააკეთა ერთხელ გენიალურმა გერმანელმა მწერალმა და მოაზროვნემ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ – ვულკან პომპეის დაღუპვის შესახებ, რომელიც თავის მხრივ, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას ემსხვერპლა 79 წლის 24 აგვისტოს.
* * *
10. საერთო ჯამში, ბუნებაში, „ხის ყველაზე მძიმე ცხოველად” მიჩნეული ორანგუტანგების – 3 სახეობაა გავრცელებული. – (ავტორი გენია.ჯი)