ერნან კორტესი – „ეპიზოდი”
აცტეკების დიადი იმპერიის პირისაგან მიწისა აღმგველი, საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორი, მამაცი, თუმცა-კი თავზეხელაღებული ავანტურისტი – ერნან კორტესი (1485-1547 წლები) სულ რაღაც ცხრამეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც პირველად დადგა ფეხი ესპანიოლას მიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ამ უკიდურესად ამბიციური ახალგაზრდისათვის ადგილობრივი გუბერნატორის მწერალმა მიწის ნაკვეთის გამოყოფა დააპირა, კორტესმა შეთავაზებულ საჩუქარზე უარი მეტად ქედმაღლურად განაცხადა: „მე აქ ოქროსთვის ჩამოვედი და არა გლეხივით მიწის საჩიჩქნადო”. – (ავტორი გენია.ჯი)