მემედ აბაშიძე წერდა…
„ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუმრები თავზე დავიჯინოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დროა მოვიდეთ გონს და ავიხედ-დავიხედოთ ფეხიდან თავამდის, თავიდან ფეხებამდის და მაშინ ძალიან ადვილად გავიგებთ და მივხვდებით, როგორ მოუმზადებელნი ვყოფილვართ ცხოვრებისათვის”.
* * *
„აჭარლები და ბათუმის მხარეში მცხოვრები მუსლიმანები სამარადისოდ საქართველოს ერთგულნი იქნებიან”.
* * *
„ზოგიერთ ისტორიულ ხანაში მარტოობა გამარჯვების მომასწავებელია”.
* * *
„ახსოვდეს ჩვენს მტრებს და მოყვარესაც, რომ ბათუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთმა ნუ მოაკლოს საქართველოს მეგობრები”.
* * *
„ხალხის სისხლით ვაჭრობა არავის შერჩენია”.
* * *
„საქართველო არ არის სისხლის ღვრის მოყვარული”.
* * *
„თანამემამულეთა მიმართ თანაბარი პატივისცემა და სიყვარული, ნდობა და გულახდილობა ერთადერთი დედა-ბოძია სამშობლოს ბედნიერებისათვის”.
* * *
„სამუსლიმანო საქართველო საქრისტიანოს განუკვეთელი ნაწილია”. – (ავტორი გენია.ჯი)