ჯონ უიკლიფი – „ეპიზოდი”
„ბიბლიის” თარგმნა, რომელ ენაზეც არ უნდა ყოფილიყო იგი გარდა ლათინურისა, შუა საუკუნეების ევროპაში ეკლესიის მიერ დაუშვებელ მოვლენად იყო აღქმული. დაწესებული შეზღუდვის დამრღვევს სასტიკი სასჯელი გარანტირებული ჰქონდა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უმალვე – ერეტიკოსად შერაცხავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოება არ გაუთვალისწინებია ცნობილ ინგლისელ თეოლოგს – ჯონ უიკლიფს (1320-1384 წლები), ვინაც პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც გაბედა და ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია. სიცოცხლის ჟამს უიკლიფი დასჯას როგორღაც კი გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა – სიკვდილის შემდგომ. მისი გარდაცვალებიდან 43 წელი იყო გასული, როდესაც რომის კათოლიკური ეკლესიის უშუალო ინიციატივით, ინგლისელი თეოლოგის ნეშტი, როგორც ერეტიკოსისა, ამოღებული იქნა საფლავიდან. საფლავიდან ამოღებული ნეშტი ჯერ საჯაროდ დაწვეს კოცონზე, ბოლოს კი მისი ფერფლი მდინარეში მოაბნიეს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, ინგლისელი სწავლული-ჰუმანისტი – უილიამ ტინდეილი, ვინაც მეორემ თარგმნა ინგლისურ ენაზე ბიბლია, უიკლიფისაგან განსხვავებით, სიცოცხლეშივე აიყვანეს აუტოდაფეზე და დაწვეს 1536 წელს.
უილიამ ტინდეილი