ნიკოლაი ეჟოვი – „ეპიზოდი”

„სისხლიან ჯუჯად” წოდებული სსრკ-ს შინაგან საქმეთა კომისარი – ნიკოლაი ეჟოვი (1895-1940 წლები), ვის სინდისზეც გახლდათ ათასობით ადამიანის განადგურება, ბავშვობიდანვე დაცინვის ობიექტად იყო ქცეული თავისი პატარა სიმაღლის გამო. (ავტორი გენია.ჯი) 150 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ეჟოვი, რომელიც სსრკ-ს შინაგან საქმეთა კომისრის ფუნქციას „დიდი წმენდის” პერიოდში ასრულებდა, მიუხედავად თავისი დაუნდობელი ბუნებისა, მაინც მშიშარა ადამიანად რჩებოდა ყოველთვის. სტალინის ჩექმების მლოკავმა ეჟოვმა 1938 წელს დაადგინა, რომ თავისი მეუღლე – ევგენია ფეიგენბერგი ხშირად ღალატობდა ცნობილ საბჭოთა მწერალთან – მიხეილ შოლოხოვთან. „წყნარი დონის” ავტორი და ევგენია რომანტიკულ შეხვედრებს სასტუმრო „მოსკოვის” ნომრებში მართავდნენ, სადაც მრავლად იყო დამონტაჟებული მოსამენი მოწყობილობები.

მას შემდეგ, რაც სტალინმა აღნიშნული ინფორმაცია შეიტყო, მან ეჟოვს მოუწოდა ოფიციალურად გაშორებოდა მოღალატე ცოლს. ნიკოლაი დიდი გაჭირვებით დათანხმდა ბელადის წინადადებას, მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად უარყო ევგენიამ. წარმოქმნილმა სკანდალმა ქალს ძლიერი ნერვული შეტევა დამართა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მალევე მას ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალდება, რის შემდგომაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პალატაში მყოფ მეუღლეს ეჟოვმა – საწამლავი შეუგზავნა. რამდენიმე ხანში ევგენიამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. „თქვენ გგონიათ, რომ ჩემთვის მარტივი იყო მეუღლესთან დაშორება? ის ძალიან კარგი ქალი იყო, თუმცა მისი მსხვერპლად შეწირვა მომიხდა, რათა საკუთარი ტყავი გადამერჩინაო”, – აღიარა მოგვიანებით ეჟოვმა.

რაც შეეხება შოლოხოვს, საყვარელს მისი მეუღლისა, სსრკ-ს შინაგან საქმეთა კომისარმა სტალინის შიშით ხელი ვერ ახლო. ის ხომ ბელადის ფავორიტ ლიტერატორს წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)

ევგენია ფეიგენბერგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>