„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ვინც სხვას სკალპს ხდის, იმან ისიც უნდა იცოდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მასაც მოაძრონ სკალპი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არასოდეს მიაჩვიოთ საკუთარი სული სისასტიკეს”.
* * *
„ვფიქრობ, ძლიერის უცილობელი მოვალეობაა დაიცვას სუსტი ქმნილება”.
* * *
„ბუნება მაინც თავისას მოითხოვს – ჭამა ადამიანისათვის აუცილებელია”.
* * *
„როცა ერთს სძინავს, მეორე ფხიზლობს, ასეთი გახლავთ ცხოვრების წესი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ომიანობის დროს თოფი უაზროდ არ უნდა გაისროლო”.
* * *
„ხშირად ყურს უფრო უნდა მოერიდო, ვიდრე თვალს”.
* * *
„ზოგი ჭკუით ამარცხებს მოწინააღმდეგეს, ზოგიც – სილამაზით”.
* * *
„ხშირად საოცარი ინსტიქტი – ჭკუასუსტ ადამიანს გონების მაგივრობას უწევს”.
* * *
„ადამიანის ენა რას არ იტყვის, მითუმეტეს, როცა უჭირს”. – (ავტორი გენია.ჯი)