ოლდოს ჰაქსლი – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი ინტელექტუალი-მწერალი და ფილოსოფოსი, ავტორი საყოველთაოდ ცნობილი რომანისა „საოცარი ახალი სამყარო” – ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (1894-1963 წლები), 17 წლის ასაკში თვალების ანთებით დაავადდა. (ავტორი გენია.ჯი) დაავადება იმდენად იქნა განვითარებული, რომ ყმაწვილი ლიტერატორი ორი-სამი წლის განმავლობაში საერთოდ ვერ იყურებოდა ვერც ერთ თვალში. აღნიშნულმა გარემოებამ ოლდოსი აიძულა „ბრაილის შრიფტი” შეესწავლა (რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთა წერა-კითხვისთვის), რის შესახებაც შემდგომში ხუმრობდა – „ახლა უკვე საწოლშიაც კი შემიძლია წიგნების წაკითხვა, და ეს მაშინ, როცა ოთახში სინათლე ჩამქრალიაო”.
დროთა განმავლობაში ჰაქსლის ცალ თვალში სინათლე დაუბრუნდა, მეორე თვალით კი იგი საბოლოოდ დაბრმავდა. – (ავტორი გენია.ჯი)