ისლანდია – „ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებულ ქვეყანაში – ისლანდიაში, დიდი ხნის განმავლობაში ერთობ უჩვეულო პრაქტიკა იყო დანერგილი ხელისუფლების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ 1987 წლამდე – „ყინულოვან ქვეყნად” წოდებულ ისლანდიაში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით წყდებოდა ნებისმიერი სახის სატელევიზიო ტრანსლაცია. აღნიშნული იდეის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ადამიანები კვირაში ერთი დღით მაინც მოწყვეტოდნენ „ცისფერ ეკრანებს”, რათა ერთმანეთთან ამ დღეს მაინც დაემყარებინათ ურთიერთკავშირი. ამიტომაც უწოდებდნენ ისლანდიელები ოთხშაბათ დღეს – „ურთიერთობის დღეს”. – (ავტორი გენია.ჯი)