„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მხოლოდ ოქრო ლაპარაკობს ყველა ენაზე”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შიმშილი – ყველაზე უფრო ულმობელი კაციჭამიაა”.

* * *

„კაცობრიობის ისტორია სისხლით არ უნდა იწერებოდეს”.

* * *

„არიან ადამიანები, რომლებსაც ერთნაირად უყვართ სამშობლო და სიცოცხლე. ამიტომაცაა, ერთს რომ კარგავენ, მეორეზეც უარს ამბობენ მერე”.

* * *

„სადაც მთავრდება იმედები, იწყება სიცარიელე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც დახოხავს, ის არასოდეს ეცემა”.

* * *

„ყოველი დამპყრობელის ძეგლი მხოლოდ – ნამუსრევია”.

* * *

„შვილები – პატარაობიდანვე უნდა მიეჩვივნონ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ისინი დიდხანს არ უნდა აწვნენ მშობლებს კისერზე, თორემ შემდეგ მუდამ ვიღაცის პურის მოზიარენი იქნებიან და ცხოვრებას ვერ ეწევიან”.

* * *

„გზას, სახელწოდებით – „მერე” – მივყავართ ქვეყანაში, სახელწოდებით – „არსაით”.

* * *

„ის, ვინც არ იყურება წინ, ყოველთვის უკან რჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება