იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი ადამიანი, ვინაც განაცხადა, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავდა, ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი მეცნიერი, ენციკლოპედისტი, პლატონისა და არისტოტელეს მოწაფე – ჰერაკლიტე პონტოელი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. არგონავტების მესაჭეს, ვინაც ლეგენდარული ხომალდი „არგო” კოლხიდასაკენ წარმართა – ტიფისი ერქვა.
* * *
3. პირველი ადამიანი, რომელმაც გენიალურ ძველ ბერძენ ისტორიკოსს – ჰეროდოტეს – „ისტორიის მამა” უწოდა, მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ორატორი – მარკუს ტულიუს ციცერონი იყო.
* * *
4. ევროპის ჯუჯა სახელმწიფოში – ლიხტენშტეინში სულ ერთადერთი ციხე არსებობს, რომელიც არაუმეტეს ათ პატიმარზეა გათვლილი.
* * *
5. სულ დედამიწაზე 6000-მდე სახეობის ბალახოვანი მცენარეა გავრცელებული. მათ შორისაა ბამბუკი და ბანანი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც 1898 წელს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში „მსოფლიო განიარაღების” იდეა წამოაყენა, რუსეთის ტრაგიკულად აღსრულებული იმპერატორი – ნიკოლოზ II რომანოვი იყო.
* * *
7. მონღოლთა ურდოებმა ხუბილაი ხანის მეთაურობით ორჯეს სცადეს (1274 და 1281 წლებში) იაპონიის დაპყრობა, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ. „ამომავალი მზის ქვეყანა” ორივე შემთხვევაში ზღვაზე წარმოშობილმა ტაიფუნებმა იხსნეს.
* * *
8. პირველი პლანეტა, რომელიც მათემატიკური გამოთვლებით იქნა აღმოჩენილი და არა ტელესკოპით, – ნეპტუნი გახლავთ.
* * *
9. 1800 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც მანდილოსნებს შარვლის ტარების უფლებას უკრძალავდა.
* * *
10. ლახანოფობია – ბოსტნეულის მიმართ შიშია. – (ავტორი გენია.ჯი)