რობერტ ლუის სტივენსონი – „ეპიზოდი”
დიდი შოტლანდიელი მწერლისა და ხელოვნებაში ნეორომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – რობერტ ლუის სტივენსონის (1850-1894 წლები) საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებად აღიარებულმა სათავგადასავლო ჟანრის რომანმა – „განძის კუნძული”, გამოქვეყნებული 1883 წელს, თავდაპირველად მკითხველში ვერანაირი ინერესი ვერ აღძრა. სამოელი ხალხის მიერ „ტუზიტალად” (მთხრობელად) წოდებული შოტლანდიელი ლიტერატორის ზემოაღნიშნულმა რომანმა მკითხველში ერთადერთი მიზეზით ვერ გამოიწვია ინტერესი: „განძის კუნძული”-ს პირველი გამოცემა არ შეიცავდა არც ერთ ილუსტრაციას, რაც ასე დამახასიათებელი მოვლენა იყო იმ პერიოდის რომანებისათვის. მას შემდეგ, რაც შემდგომი გამოცემები ილუსტრაციების თანხლებით იქნა გამოქვეყნებული, სტივენსონის ლიტერატურული ქმნილების მიმართ პუბლიკის ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. – (ავტორი გენია.ჯი)