ლილიუოკალანი – „ეპიზოდი”

ჰავაის კუნძულებზე დიდი ხნის განმავლობაში ერთ უჩვეულო ტრადიციას ჰქონდა ფესვები გადგმული. კერძოდ, ქვეყნიერებას ახლად მოვლენილ ჩვილს იმ ღირშესანიშნავი მოვლენის სახელს არქმევდნენ, რომელიც წინ უსწრებდა მის დაბადებას. (ავტორი გენია.ჯი) ჰავაის სამეფოს უკანასკნელ დედოფალს – ლილიუოკალანს (1838-1917 წლები) ამ მხრივ მართლაც რომ არ გაუმართლა, რადგან უკანასკნელი ჰავაელი მონარქის დაბადებას წინ უსწრებდა თვალის ინფექციის მასიური გავრცელება ქვეყანაში, რომელმაც თავის მხრივ, მისი ოჯახის წევრებიც მოიცვა. შედეგად, ახლად დაბადებულ გოგონას სახელად შეურჩიეს – ლილიუ ლოლოკუ ვალანია კამაკაეხა, რაც ადგილობრივთა ენაზე სიტყვასიტყვით აღნიშნავდა – „მტკივან თვალებს”. ასე რომ, დამოუკიდებელი ჰავაის ბოლო დედოფლის სახელი ქვეყანაში გავრცელებულ თვალის ინფექციასთან გახლდათ დაკავშირებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>