ამონარიდები ტო ჰოაის მოთხრობიდან – „ცხოვრება, თავგადასავალი და გმირობა სახელოვანი კუტკალია მეანისა, მის მიერვე აღწერილი”
„სამწუხაროდ, ეს ქვეყანა ისე არ არის მოწყობილი, საითაც გაიხედავ თბილი და, და რაც მთავარია, თავისუფალი ადგილი იპოვო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დამიჯერეთ, დედამიწაზე ყველა მტერია ერთმანეთის, თავისი პირადი კეთილდღეობისათვის იწვის და იდაგება ყოველი!”
* * *
„ყველამ, ვისაც აზროვნების უნარი აქვს, დაუღალავად უნდა ეძებოს ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი”.
* * *
„დიდი განსაცდელის ჟამს მეგობარია ხოლმე ჩვენი დასაყრდენი, იგი გვინარჩუნებს სულიერ სიმტკიცეს. ერთად ყოფნის ბედნიერებაც უფრო ათბობს და ახარებს გულს”.
* * *
„ – არ იფიქრო, უსაქმურობამ სიკეთე მოგიტანოს. მითუმეტეს დამღუპველია იგი ახალგაზრდა კაცისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ახლაღა მივხვდი იმ ძველი ანდაზის აზრს: „ბაყაყი ჭურში იჯდა და იქიდან ქვეყანას ჭკუას ასწავლიდაო”…
* * *
„ასეა მუდამ: გაჭირვება და სიღარიბე შავ ფიქრებს აღგვიძრავს, განაბოროტებს გულს”.
* * *
„რაც არ უნდა მოხდეს, არ გვმართებს სულით დაცემა”.
* * *
„გასაჭირის დროს საზრიანობა და იუმორის ფასი არაფერია!”
* * *
„ცხოვრება რთულია, ძნელია და ათასი რამ ხედბა ქვეყანაზე”… – (ავტორი გენია.ჯი)