„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„შეუძლებელია იყო სასტიკი და პატიების იმედი გქონდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ არსებობს ორნაირი ჭეშმარიტება”.
* * *
„ხშირად შეხვდები ისეთ ხალხს, ვინც თავს დებს სამართლიანობაზე, მაგრამ იშვიათად თუ ნახავ ჭეშმარიტად სამართლიან ადამიანს. ამიტომაცაა ყველაზე დიდი იშვიათობა ამქვეყნად ჭეშმარიტად სამართლიანი ადამიანი.”.
* * *
„რამდენი კაცია ამქვეყნად, მარტო მანამ რომ ატარებს ვაჟკაცის სახელს, ვიდრე საფრთხეს პირისპირ არ შეეჩეხება”.
* * *
„ენა საბოლოოდ იმას ამბობს, რაც გულს სწადია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონიერება, ისევე, როგორც ყოფაქცევა, ადამიანის თანდაყოლილ ნიჭს და უნარს ექვემდებარება”.
* * *
„ადამიანის ცხოვრებაში არიან წუთები, დავიწყებას რომ არ ეცემიან”.
* * *
„კეთილი აღზრდა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ყველაზე მეტად საუბრის კილოსა და მანერაზე ეტყობა ადამიანს”.
* * *
„ყოველი სერიოზული საქმე წინდახედულებასა და საზრიანობას მოითხოვს”.
* * *
„ყოველივე, რაც შენს მეგობარს ეხება – გეხება შენც”. – (ავტორი გენია.ჯი)