ჯონ ლენონი – „ეპიზოდი”
ლეგენდარული ლივერპულული მუსიკალური ჯგუფის – „ბითლზის” ხატად ქცეულ როკ-მუსიკოსს – ჯონ უინსტონ ლენონს (1940-1980 წლები), ვისთვისაც გაგიკვირდებათ და, დამახასიათებელი თვისება გახლდათ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების დაცინვა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად იგი ხშირად კარგავდა განრისხების ჟამს საკუთარ თავზე კონტროლს, რაც ქალების მიმართ გამოჩენილ ძალადობრივ აქტებში ვლინდებოდა ხოლმე (მუსიკოსი რომ ხშირად სცემდა მანდილოსნებს, თავადაც აღიარებდა). მისი სისასტიკის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა ლენონის რიგით პირველი მეუღლე – სინტია პაუელი და მეორე ცოლი – იოკო ონო. თუმცა, ჯონი ყველაზე დაუნდობლად მაინც საკუთარ ვაჟს – ჯულიანს ეპყრობოდა. აშკარა იყო, რომ მას არ უყვარდა იგი, რადგან სწორედ მის გამო მოუხდა სინტიასთან იძულებითი ქორწინების აქტის გაფორმება. ჯულიანი და სინტია საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ჯონის გვერდით ცხოვრება – ნამდვილი ჯოჯოხეთიაო. ლენონი არა მხოლოდ ხშირად ეჩხუბებოდა ჯულიანს, არამედ ხშირად სცემდა კიდეც მას. „მე საშინლად მძულს ის, თუ როგორ იცინიხარ შენო”, – მიმართავდა ხოლმე იგი თავის ვაჟს, როდესაც მის სახეზე სიცილის ნიშნებს შეატყობდა. „უკიდურესად ვბრაზობდი მამაზე იმის გამო, რომ იმ სითბომ და სიყვარულმა, რომელსაც იგი ყველგან იწვევდა, მე გვერდით ჩამიარაო”. – თავის მხრივ აცხადებდა ჯულიანი. – (ავტორი გენია.ჯი)
სინტია პაუელი
ჯულიან ლენონი