ჯეიმზ ჯოისი – „ეპიზოდი”

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის - ჯეიმზ ჯოისის (1882-1941 წლები) ლიტერატურულ შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.(ავტორი გენია.ჯი) შედეგად, მას ხშირად უხდებოდა კიდეც მათთან შეხვედრა ამა თუ იმ სიტუაციაში. ერთ დღეს ქუჩაში მიმავალ ჯოისს მის შემოქმდებაზე ფანატიკურად შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა. მან მანამ სდია თავის კუმირ მწერალს, სანამ ხელსაყრელი შემთხვევა არ გამოძებნა მასთან გასასაუბრებლად და, რაოდენ დიდი იყო ჯეიმზის გაოცება, როდესაც მისგან მეტად უცნაური თხოვნა მოისმინა: „ – თუ შეიძლება მაკოცნინეთ იმ ხელებზე, რომლებმაც „ულისე” დაწერეს”. – ჯოისი ცოტა არ იყოს დააბნია ახალგაზრდა ფანატის უცნაურმა თხოვნამ, თუმცა მალევე მოეგო გონს და თხოვნის შესრულებაზე ერთობ მახვილგონივრული წინადადებით განუცხადა უარი: „ – არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია დავუშვა ეს, რადგან ამ ხელებს „ულისეს” დაწერის გარდა, სხვა უამრავი რამაც აქვს გაკეთებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>