„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მშობლებმა თავიანთ ნაშიერთ სხვა თუ არაფერი, სახელი მაინც უნდა დაუტოვონ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგჯერ, როცა აღსასრულის ჟამი დგება, ადამიანს ნუგეშს ჰგვრის იმის ცოდნა, რომ კაცმა, ვისაც მან ვნება მიაყენა, ანდა ცდილობდა რაღაცა ევნო, – მიუტევა და აპატია”.

* * *

„კაცს ორგვარად შეუძლია სახელის მოხვეჭა: ერთი – საქმით, მეორე კი – ენის ტრიალით”.

* * *

„გარდაცვლილთ ისეთივე პატივი უნდა მივაგოთ, როგორიც ცოცხალთ”.

* * *

„გულისწყრომა – გახლავთ გრძნობა, რომელიც იმას აკეთებინებს გულნატკენ ადამიანს, რაც მას კიდევ უფრო მეტად ვნებს”.- (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სინდისი – ადამიანის მეფეა და არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს მისგან ნაკარნახევს”.

* * *

„ვაი რომ, ხმამაღალ სიტყვებს ყოველთვის როდი მოჰყვება ღირსეული საქმე!”

* * *

„ვინც ფიქრობს, რომ სასოწარკვეთილების წუთებში ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც კი ენაზე მოადგება, ცოტა რამ თუ გაეგება ამქვეყნად”.

* * *

„სიზმარი უსუსური მეგზურია, როცა ცდილობ სინამდვილეში გაერკვიო”.

* * *

„თავის საქმეში დახელოვნებულმა და გაქნილმა ფარისეველმა მანამ შეიძლება იქონიოს წარმატება, ვიდრე მის წინააღმდეგ არ მიმართავენ თავისსავე იარაღს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება