მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
ვატიკანში არსებული „სიქსტეს კაპელას” ჭერის მოხატვას იტალიური რენესანსის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (1475-1564 წლები) სრული 4 წელიწადი მოანდომა. უკვდავებად ქცეული 47 ფრესკის ავტორს სწორედ აღნიშნული სამუშაოს შესრულების შემდგომ უწოდეს – „ღვთაებრივი”. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური ცნობების თანახმად, მიქელანჯელომ „სიქსტეს კაპელას” მოხატვაში 15 000 დუკატი აიღო გასამრჯელოდ. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ იტალიელმა ხელოვანმა რომის პაპისაგან – იულიუს მეორისაგან კიდევ უფრო მეტი ჰონორარი მიიღო გასამრჯელოდო. ასეა თუ ისე, ოფიციალურად „სიქსტეს კაპელის” ჭერის მოხატვაში გენიალურ მხატვარს 15 000 დუკატი გადაუხადეს. თავის მხრივ, დუკატი წარმოადგენდა ოქროს მონეტას, რომლის წონაც 3,5 გრამი გახლდათ. შესაბამისად, მიქელანჯელომ თავისი უკვდავი ქმნილების შექმნაში საერთო ჯამში – 52,5 კილოგრამი სუფთა ოქრო მიიღო რომის პაპის ხაზინისგან. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, ბუონაროტის სიკვდილის შემდგომ მის სახლში 80 000 დუკატი ანუ 280 კილოგრამი ოქრო იქნა აღმოჩენილი. – (ავტორი გენია.ჯი)
„სიქსტეს კაპელას” ჭერის ფრაგმენტი