ბათუ დანელია – „ადამიანი”

წინ ისე მიდის, თითქოს არ სურს მოესწროს მკვდარ მზეს -

ამაო წინსვლა, ღმერთის შექმნილს, რად აქვს მისჯილი?!

ადამიანი, ალბათ, მალე გაივლის მარსზეც,

დედამიწას კი კვლავ უკვდება შვილი შიმშილით…

* * *

ადამიანი წინ ისევე ჯიქურად მიდის,

არადა, ზოგჯერ, გზას უკანაც უჯობს მოხედოს,

თორემ, არათუ ჯოჯოხეთი არსებობს, თვით ის

სამოთხის ბაღიც არ იქნება უჯოჯოხეთო!

კომენტარის დატოვება