კარლოს II ჰაბსბურგი
XVII საუკუნის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი პერსონა, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი უკანასკნელი მეფე ესპანეთისა – კარლოს II ჰაბსბურგი (1661-1700 წლები), ვის ზედსახელსაც – „მოჯადოებული” წარმოადგენდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გარეგნობის მქონე მონარქად არის მიჩნეული დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) სიმაღლით 192 სანტიმეტრი; თანდაყოლილი დეფორმაციის მქონე არაპროპორციულად დიდი თავი; უზომოდ წაგრძელებული ქვედა ყბა; მეჩხერი და არაბუნებრივი ფორმის უშნო კბილები; უზარმაზარი ენა, რომელიც თავისი სიდიდის გამო პირშიც კი არ ეტეოდა…
თუმცა მარტო გარეგნული გარემოებები არ იყო ერთადერთი რამ, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა. კარლოსი ასევე დაავადებული გახლდათ ეპილეფსიით, ძვლის დარბილებით, ნაადრევი ეიკულაციით. ხშირად აწუხებდა დიარეა, პირღებინება. ყველაფერ ამასთან ერთად, ესპანელი მონარქი – იმპოტენტიც იყო.
ისტორიკოსთა და მედიკოსთა მტკიცებით, კარლოსის ეგზომი სიმახინჯე გამოწვეული გახლდათ ჰაბსბურგების სამეფო გვარში საუკუნეების განმავლობაში ფეხგადგმული ახლონათესაური ქორწინებების შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)