ჯეიმზ ფენიმორ კუპერი წერდა…
„არის წუთები, როცა ყველაფერს ნათლად შეიცნობ და როდესაც ღმერთის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსჯავრი ისე ცხადად და მკაფიოდ წარმოგიდგება, რომ, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს მისი გამოცხადება და როგორც არ უნდა გინდოდეს მისგან თავის დაღწევა, მაინც ვერსად გაექცევი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ისეთებიც მინახავს, რომელთაც მარტო მანამდე უნდა ენდო, ვიდრე თვალს მოაცილებ, მაგრამ ისეთებსაც ვიცნობ, რომელთა სიტყვა ბეჭედია და შეგიძლია დაეყრდნო, გინდამც საქმე შენ თვალწინ ყოფილიყოს მოგვარებული”.
* * *
„გამოცდილება ყველა მასწავლებელზე უკეთესია, ჩვენ სამუდამოდ გვამახსოვრდება მისი გაკვეთილები”.
* * *
„შვილებს არ ეკადრებათ თავიანთი მშობლების ცოდვებზე ლაპარაკი”.
* * *
„ღმერთი ხედავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ამიტომ არაფერი უნდა გავაკეთოთ ისეთი, რაც მას შეურაცხყოფს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის გარდაცვალებაში რაღაც იდუმალი და დიდებული, რაც ცოცხალთ აიძულებს კრძალვით მოეპყრან თვით ბოროტმზრახველის ცხედარს; ყველა ამქვეყნიური ღირსება მნიშვნელობას კარგავს, თითქოს ფარდა ჩამოუშვიათ და გარდაცვლილის ღირსებები თუ ბედ-იღბალი ადამიანთა გონებისა და განსჯის მიღმა დარჩენილა”.
* * *
„გულითადობა ზოგადადამიანური თვისებაა”.
* * *
„ყველა შემთხვევაში ყურისათვის ისაა საამო, რაც გულისათვის”.
* * *
„ჩემთვის ადამიანის გარეგნობას არავითარი ფასი არა აქვს, ოღონდ კი სახეც ისეთივე ნათელი ჰქონდეს, როგორც გული აქვს მართალი”.
* * *
„დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაპირებთ მომავალში”. – (ავტორი გენია.ჯი)