იცით თუ არა, რომ?!
1. რენესანსის ფუძემდებელი გენიალური იტალიელი ლიტერატორები – დანტე ალიგიერი და პეტრარკა – ტოსკანურ დიალექტზე წერდნენ თავიანთ უკვდავ ნაწარმოებებს. ცნობისათვის, თანამედროვე იტალიურ ენასაც საფუძვლად XVIII-XIX საუკუნეებში ტოსკანური დიალექტი დაედო საფუძვლად. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სახელი – ჯესიკა, ისტორიაში პირველად გამოყენებული იქნა გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის პიესაში – „ვენეციელი ვაჭარი”. ასე რომ, ამ სახელის ავტორად შექსპირია მიჩნეული.
* * *
3. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე „დიდი დეპრესიის” პერიოდში, სან-ფრანცისკო ის ერთ-ერთი იშვიათი ამერიკული ქალაქი გახლდათ, სადაც არც ერთი მოქმედი ბანკი არ გაბანკროტებულა და არ დახურულა. ცნობისათვის, სწორედ რომ მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნის დროს აიგო სან-ფრანცისკოში საყოველთაოდ ცნობილი დაკიდებული ხიდი – „ოქროს კარიბჭე”, რომლის აგებაც ათეულობით მილიონი დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს.
* * *
4. ჩრდილოეთ კორეის ექს-დიქტატორს, „დიდ ბელადად” წოდებულ – კიმ ჩენ ირს ძალიან უყვარდა ძაღლის ხორცისაგან დამზადებული კერძების დაგემოვნება.
* * *
5. ხუთი წლის ასაკში მყოფ დიდ შოტლანდიელ პროზაიკოსს – სერ უოლტერ სკოტს, ზეპირად შეეძლო დეკლალირება ლეგენდად ქცეული ძველ ბერძენი პოეტის – ჰომეროსის ბალადებისა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. იტალიური წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი კინომსახიობი – რობერტ დე ნირო – კოლექციონერი გახლავთ. იგი აგროვებს ყველა იმ ტანისამოსს, რომლებშიაც მოუხდა ამა თუ იმ როლის თამაში კინოფილმებში. დღეისათვის, მსახიობის კოლექცია 2 600 კოსტუმსა და 500 აქსესუარს ითვლის.
* * *
7. მეორე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კონსტიტუცია იქნა მიღებული 1791 წლის 3 მარტს, – პოლონეთი გახლავთ.
* * *
8. 1770 წელს ინგლისის პარლამენტმა კანონის ძალით აუკრძალა მანდილოსნებს ტუჩის საცხის (პომადის) ხმარება.
* * *
9. მაგნიტი – ევროპელებმა პირველად საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მოგზაურის – მარკო პოლოს მეშვეობით გაიცნო XIV საუკუნეში. იგი მან ევროპაში ჩინეთიდან შეიტანა.
* * *
10. ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე არსებულ რიგ რეგიონებში, ქარის სიჩქარე ხშირად 320 კილომეტრ-საათს შეადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)