ჯერალდ რუდოლფ ფორდი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 38-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან – ჯერალდ რუდოლფ ფორდი (1913-2006 წლები) ერთადერთი პრეზიდენტია აშშ-ისა, რომელმაც ისე შესძლო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის საპატიო პოსტების დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ამ უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე არავის აურჩევია. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯერალდი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა – სპირო აგნიუმ იძულებით დატოვა სამსახური და გადადგა. ქვეყნის რიგით 38-ე პრეზიდენტად კი იგი მაშინ მოევლინა ქვეყანას, როდესაც უოლტერგეიტის საყოველთაოდ ცნობილი სკანდალის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა აშშ-ის რიგით 37-ე პრეზიდენტს – რიჩარდ ნიქსონს. ცნობისათვის, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ფუნქციით, კონსტიტუციის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი იღჭურვება აშშ-ი. – (ავტორი გენია.ჯი)