ჯეიმზ ფენიმორ კუპერი წერდა…

„უთანასწორო ქორწინებას, უთანასწორო მეგობრობისა არ იყოს, ხეირი იშვიათად მოაქვს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი რომ ლაპარაკობს, ისეთი რამე არ უნდა თქვას, ერთ ყურში რომ შევა და მეორიდან გამოვა. მისი სიტყვები არ უნდა იყოს მსუბუქი ფიფქივით, აქეთ-იქით რომ ფანტავს ქარი, რომელიც წყალზე ჭავლსაც კი ვერ აჩენს”.

* * *

„ხშირად ორი კაცი მარტოკაცზე უფრო სუსტია”.

* * *

„ყველაფერი ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ეს სინამდვილეშია და არა ისე, როგორადაც ჩვენ გვინდა მისი დანახვა”.

* * *

„ადამიანების უმეტესობა მართლაც მარტო იმას იჯერებს, რასაც ხედავს და მაინც, ეს არც ისე სარწმუნო საბუთია, როგორც ერთი შეხედვითა ჩანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მგელი მუდამ ყმუის, ღორი მუდამ თქვლეფს”.

* * *

„ნურასოდეს ნურაფერს გააკეთებთ ისეთს, რაც გულისწყრომით იქნება ნაკარნახევი და ნუ განიზრახავთ, შური იძიოთ იმ ტკივილისათვის, რაც სხვებმა მოგაყენეს”.

* * *

„ჭკუა ხშირად გვეხმარება ათასგვარ სიძნელესთან ბრძოლაში”.

* * *

„სილამაზე არც თუ ისე მცირე უპირატესობაა”.

* * *

„ცოლ-ქმარს ერთი გული უნდა ჰქონდეს, ყველაფერს ერთნაირი თვალით უნდა უყურებდეს და გულში ერთი და იგივე გრძნობა უნდა უდუღდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება