იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალურმა რუსმა ლიტერატორმა – ლევ ტოლსტოიმ ველოსიპედის ტარება 67 წლის ასაკში ისწავლა და ველოსიპედის მართვის მოწმობაც იმავე ასაკში აიღო (იმ პერიოდისათვის მოსკოვის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე დაუშვებელი იყო). - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ამერიკის შეერთებულ შტატების ექს-პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ დღე-ღამის განმავლობაში ძილს მხოლოდ და მხოლოდ 3-4 საათს უთმობს.
* * *
3. შვეიცარიის კონფედერაციის სახელმწიფო დევიზს წარმოადგენს – „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის”.
* * *
4. პირველი პოლიტიკოსი, ვინაც ქვეყნის შიდა ავიარეისებზე თვითმფრინავებში თამბაქოს მოხმარება 1988 წელს აკრძალა, აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – რონალდ რეიგანი იყო.
* * *
5. ნაცისტურ გერმანიაში 1936 წელს გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გენერალურ სპონსორს – „კოკა-კოლა” წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ეკვადორი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს უვიზოდ შეუძლია ეწვიოს.
* * *
7. საკვირველი კია, თუმცა ფაქტია, რომ სახელოვანი უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მოაზროვნე – ტარას შევჩენკო, რუსულ ენაზე აწარმოებდა პირად დღიურს. ცნობისათვის, თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილიც უკრაინელ ლიტერატორს იმავე ენაზე აქვს დაწერილი.
* * *
8. პოპულარული ამერიკული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელის – „პეპსი”-ს მწარმოებელი პირველი ქარხანა საბჭოთა კავშირში 1974 წელს გაიხსნა.
* * *
9. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ რუს მწერალს – მაქსიმ გორკის 18 წლის განმავლობაში მოუხდა ემიგრაციაში ცხოვრება (მათ შორის იტალიაში 15 წელიწადი), მან მაინც არ იცოდა არც ერთი უცხო ენა.
* * *
10. არასრულკბილიანების რიგის ერთ-ერთ წარმომადგენელ ცხოველს – ზარმაცას – 270 გრადუსით შეუძლია თავის შეტრიალება. – (ავტორი გენია.ჯი)