„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ცუდია ის მრჩეველი, რომელსაც თავად სხვისი რჩევა არ ეყურება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა საშინელი რამ არის ძალა. რა საშინელებაა, ფლობდე მას და არ იცოდე, როგორ გამოიყენო!”

* * *

„ძლიერნი ამა ქვეყნისანი ხშირად ღალატობენ თავიანთ ვალს”.

* * *

„ნაღდია, რომ ერთ ცუდ საქციელს მეორე მოსდევს!”

* * *

„ჩვენ მაშინა ვგრძნობთ ჩვენს შეცდომებსა და დანაშაულს, როცა უკვე ძალიან გვიანაა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეჰ, მწარე ფიქრები მუდამ ძნელი ასატანია, მაგრამ ზოგჯერ – სულ მთლად აუტანელი”.

* * *

„ზოგჯერ ყველას გვჩვევია თავდავიწყება”.

* * *

„კაცს მარტო ერთი ენა აქვს და ის გველის ენასავით გაორებული არ უნდა ჰქონდეს”.

* * *

„ომის დროს ბევრი ისეთი რამ ითვლება კანონიერად, რაც უკანონობაა მშვიდობიანობისას”.

* * *

„ასეთია ბუნების კანონი: ისე მოექეცი სხვას, როგორც ის გექცევა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება