ამონარიდები ალექსანდრე ორბელიანის დრამიდან – „დავით აღმაშენებელი ანუ უკანასკნელი ჟამი საქართველოსი”

„ვინც თავის მამულს ცივის გულით უყურებს და მხოლოდ ანგარებას მისდევს, ანუ პატივის მოყვარულობას, იმისი საამო დიდება ჰგავს ჭლექის მადას საჭმელისათვის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცუდ კაცს, გამცემელს, მამულის მოღალატეს კეთილი არ ექმნება”.

* * *

„ – ოჰ, დასთრგუნე ძლიერო, კაცის უსამართლობა!”

* * *

„კაცი თავის თავისათვის არ არის დაბადებული, კაცი დაბადა ღმერთმა, კაცის საზოგადოების ბედნიერებისათვის”.

* * *

„რამდენი პატარა კაცია, დიდსა და მაღალ კაცს შეჰკრავს და მცირე ყრმასავით ქვეშ ამოიდებს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის გონების დამაბნელებელი ოქრო-ვერცხლია”.

* * *

„მამულის სიყვარულმა შიში არ უნდა იცოდეს არასდროს”.

 

კომენტარის დატოვება