„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„მეორემ პირველზე მეტი იცის, ხოლო ბოლოს მთქმელმა ყველაზე უმეტესი!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან უბადრუკი ადამიანები, რომლებიც წუთისოფლის ერთი-ორი დღისათვის მზად არიან დასთმონ და დაჰგმონ… ღმერთი და ხატი, ადამიანობა და სამშობლო… მაღლამიზანი და სიყვარულ-პატიოსნება… ოღონდ იცოცხლონ და იცხოვრონ… წვირიანი პირსახოცივით ათრიონ თავის გამოფიტული სული და სხეული… ისუნთქონ თავისივე მოწამლული ჰაერით… და ჭამონ თავისი შებილწული, არამი პური!!”
* * *
„წაღმა სიმკაცრე სჯობია, უკუღმა ლმობიერებას!”
* * *
„ეჰ, მომავლის დარდი ვის არ აწუხებს?! ზოგს შეგნებულად აწუხებს, საზრიანად, ზნემაღალად, ზოგს შეუგნებლად, უმწიფარად და მეტად კერძოდ… თავისი ღვიძლის მიყრუებული ტკივილივით.”
* * *
„ლმობიერება – გამარჯვებულთა უსათნოესი და უფაქიზესი იარაღია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირ შემთხვევაში ძალაუფლება უარყოფით თვისებებს უმახვილებს ადამიანს”.
* * *
„ზნემაღალი ქვეშევრდომი სჯობია უზნეო მეფეს!!”
* * *
„წიგნი კეთილი მღვდელივით უნდა იყოს. თუ მრევლი არ მოუვიდა, თავად უნდა მივიდეს მრევლთან!”
* * *
„არის ისეთი განსაცდელიც, რომელიც საშინლად უმახინჯებს ცხოვრებას ადამიანს!”
* * *
„გულში ჩამჯდარი ეჭვი მავნეა, მავნე… უფრო მეტიც – დამღუპველი!” – (ავტორი გენია.ჯი)