ლევან გოთუა წერდა…
„მეც ჩემებურ ჯვარს ვატარებ!..” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განზრახვას შედეგი აძლევს მდაბალ თუ მაღალ ღირსებას!”
* * *
„ეჭვიანობა მეფეთა ხვედრი არის… მაგრამ სენიც!”
* * *
„ცოდნა ერთია, ნახვა – მეორე”.
* * *
„მრავალგზის უფრო დასანანია უცხო მხარეში დაღუპული ადამიანი. ვინც არ უნდა იყოს იგი – მტერი თუ მოყვარე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩხუბს არასოდეს არ დასჭირვებია ენის ცოდნა, მაგრამ ხანდახან არც დარიგებას სჭირია თურმე”.
* * *
„უცხო ენის მოსმენას მუდამ აქვს რაღაც მაგიური ზემოქმედება”.
* * *
„ომი, ვაჟკაცობა-სისხლის ღვრა მამაკაცთა ხანდახან უგუნურად ამაყი წესია, ხოლო ქალთათვის მათი დატირებაა გულითა და ბუნებით ნაკარნახევი…”
* * *
„იმედისა და ოცნების საზღვარი ვის დაუდია ჭაბუკისათვის?!”
* * *
„ყველას ვინანიებ! ნათქვამს და უთქვამს!..” – (ავტორი გენია.ჯი)