პოლ სეზანი – „ეპიზოდი”

სახვით ხელოვნებაში პოსტიმპრესიონიზმის გენიალური ფრანგი წარმომადგენელი – პოლ სეზანი (1839-1906 წლები), ვინაც მამამ თავის დროზე იმისათვის შეაჩვენა, რომ პროფესიად მხატვრობა აირჩია, ფიცხი ხასიათითა და უხეში თვისებებით გამორჩეული ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მას ხშირად სჩვეოდა ხოლმე უცნაური გამოხდომები. ისეთი გამოხდომები, რომლებიც ხასიათდებოდნენ უხამსობამდე მისული გამომწვევი საქციელებით. ასე მაგალითად: მუშაობის დასრულების შემდეგ სეზანისათვის დამახასიათებელი იყო ადგილობრივ კაფეში შესვლა. ასეთ შემთხვევაში მისი ხელები ყოველთვის საღებავებით იყო მოთხუპნული. მიუხედავად ამისა, ფრანგი მხატვარი სპეციალურად მაინც ართმევდა სათითაოდ ხელს კაფეში მყოფთ, რითაც მათ სუფთა ხელებსაც საღებავებით თხვრიდა. თავის მხრივ, სეზანის ასეთი უხიაგი ქმედება ძალიან აღიზიანებდა კაფეს პერსონალსა და სტუმრებს, თუმცა იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, რომ შარსა და ხათაბალაში არ ეხვეოდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ დროს სეზანი თავის დასვრილ ხელს არ უწოდებდა ჩამოსართმევად მისდამი პატივისცემის ნიშნად, ჯელტმენური თვისებებით დაჯილდოვებული დიდი ფრანგი მხატვარი – ედუარდ მანე იყო. პოლი შეჩერდებოდა ხოლმე მანეს წინ და ყოველ ჯერზე ყველას გასაგონად შემდეგი სიტყვით მიმართავდა – „თქვენ, მუსიე მანე, დღეს ხელს არ ჩამოგართმევთ, რადგან თითქმის ერთი კვირაა, ხელები არც კი დამიბანიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>