იური გაგარინი – „ეპიზოდი”
კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოსმოსური ფრენიდან დედამიწაზე ტრიუმფით დაბრუნებულ საბჭოთა კოსმონავტს – იური გაგარინს (1934-1968 წლები), კრემლში ხელისუფლებამ გრანდიოზული შეხვედრა მოუწყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ საზეიმო მოვლენას მთელი მთავრობის დარად, თავისი ოდიოზური გამოხდომებით ცნობილი საბჭოთა გენსეკი – ნიკიტა ხრუშჩოვიც დაესწრო. „ნახეთ თუ არა კოსმოსში – ღმერთი?” – გაეხუმრა ხრუშჩოვი გაგარინს, რაზედაც მისგანაც საპასუხო ხუმრობა მიიღო: „ – დიახ, ვნახე!” – „მაშინ არავის მოუთხრო ამის შესახებო”, – შეაგება ნიკიტამ სახელოვან თანამემამულეს.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვატიკანში ვიზიტის დროს ანალოგიური შეკითხვით მიმართა გაგარინს რომის პაპმაც. „ – არა, მე იქ ღმერთი არ მინახავს”, – განუცხადა იურიმ იოანე XXIII-ეს. „მაშინ ამის შესახებ არავისთან არაფერი თქვა!” – საპასუხოდ მიუგო პონტიფიკოსმა. – (ავტორი გენია.ჯი)