გიორგი ვიცინი – „ეპიზოდი”
საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ლეგენდარული წარმომადგენელი – გიორგი ვიცინი (1917-2001 წლები), მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ზრუნავდა საკუთარ ჯანმრთელობაზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი არ მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს, არ ეწეოდა თამბაქოს, ხშირად კავდებოდა იოგით… შედეგად, მსახიობი ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
ვიცინის ერთ-ერთ საყვარელ ჰობს – ხატვა წარმოადგენდა. იგი ხატვის შესანიშნავი ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. მსახიობი ხშირად გადიოდა ხოლმე მოლბერტით ბუნებაში. ბუნებაში, სადაც ყველასგან განმარტოებულს უყვარდა მუშაობა. გარდა ხატვისა, გიორგი ქანდაკების შექმნის ოსტატობითაც გამოირჩეოდა.
მის მეორე ჰობს – ცხოველები და ფრინველები წარმოადგენდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ვიცინის არაერთხელ დაუხარჯავს თავისი ჰონორარი უპატრონო, ქუჩაში მობინადრე ცხოველების გამოსაკვებად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. შედეგად იგი ქუჩაში ვეღარ გადიოდა. მიუხედავად ამისა, თავისი დიდებული ჩვევა მაინც არ მოუშლია და ახლა უკვე ფანჯრიდან აპურებდა მტრედებს.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გიორგი ვიცინი 2001 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ნუ დავობთ, ადამიანებო! ცხოვრება ისედაც საშინლად ბევრ დროს გვართმევს!” – (ავტორი გენია.ჯი)