ლილი ნუცუბიძე – „საქართველოს ღირსი”

დედოფალი შუშანიკ,

ჩუმი ლოცვა მისი,

ქართველებო, იყავით,

საქართველოს ღირსი.

* * *

დედის უბეკალთიდან

აფრენილი ნისლი,

ქართველებო, იყავით,

საქართველოს ღირსი.

* * *

დავითი და ერეკლე

და დიდგორის ფიცი,

ქართველებო, იყავით,

საქართველოს ღირსი.

* * *

მეფეთ მეფე თამარი

და ზარები ცისკრის,

ქართველებო, იყავით,

საქართველოს ღირსი.

* * *

კრწანისთან და შამქორთან

დანთხეული სისხლი,

ქართველებო, იყავით,

საქართველოს ღირსი.

* * *

ათას ერთი ტკივილი,

მოწოლილი დარდი,

საკუთარი ხელებით,

დაგებული ფანდი.

* * *

ვიდრე მკერდში გულია

და ძარღვებში სისხლი,

ქართველებო, იყავით,

საქართველოს ღირსი.

კომენტარის დატოვება